17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ხანძარი 300 არაგველზე - ცეცხლი ხის საამქროს გაუჩნდა

ხანძარი "300 არაგველის" 24 ნომერში - ცეცხლი ხის საამქროში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300 კვ.მ ფართობი. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

ჯერ უცნობია, ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე იმყოფება საამქროს მეპატრონე ნოდარ თუშიშვილი. მისი თქმით, ელექტროგაყვანილობა მოწესრიგებული ჰქონდა, საწარმოს დახურვისას კი ელექტროენერგიას ცენტრალური სისტემიდან რთავდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა.

„ხის საამქროა. იქიდან უკვე მოსახლეობაზე გადავიდა, მაგრამ დროზე მოვიდნენ. არავინ დაშავებული არ არის. მეზობლები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა იყო და მერე წავიდა კერაო,“-ამბობს თვითმხილველი გია კუპატაძე.

დღის ამბები