17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
აქცია სოფელ ციხისძირში-ადგილობრივები წყლის და გზის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ

აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ ციხისძირის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს უკვე წლებია სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ზაფხულის თვეებში კი წყლის მიწოდება საერთოდ წყდება. ასევე ავარიულ მდგომარეობაშია შიდა გზა. სოფელი ზღვასთან ახლოსაა და ტურისტულ ზონას წარმოადგენს. ადგილობრივების თქმით ტურისტულ სეზონზე მათ მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხების გამო განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ. აქციის მონაწილეებს დღეს ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ქობულეთის მერიის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა მათ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ.  

დღის ამბები