17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
კრემლში ვლადიმერ პუტინის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს

დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ხვდება. ლიდერთა მოლაპარაკებები კრემლში მიმდინარეობს. შეხვედრის დღის წესრიგში დგას სირიის კონფლიქტი და ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროშიც.

თურქეთი რუსეთისგან "С 400"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს ყიდულობს, რაც ნატო-სა და შეერთებული შტატების უკმაყოფილების საბაბი გახდა. ალიანსის ბოლო მინისტერიალზე თურქეთს კატეგორიულად მოსთხოვეს გარიგების გაუქმება, რაზეც ანკარამ კატეგორიული უარი განაცხადა.

ვაშინგტონი უკმაყოფილოა იმითაც, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების საკითხს აქტიურად განიხილავს.

დღის ამბები