17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
გამოკითხულთა 80%-ის აზრით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა საჭიროა - TI

მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის მომხრეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოკითხულ რესპონდენტთა 80% საჭიროდ თვლის ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას.

კითხვაზე - „თქვენი აზრით, არის თუ არა საჭირო ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა?“ პასუხები ასე გადანაწილდა:  

დიახ - 80%;

არა - 14%;

არ ვიცი - 6%.

დღის ამბები