დაბა აბასთუმნის ცენტრში გამთენიისას ირმები გამოჩნდნენ. ერთ-ერთ ირემს სისხლი სდიოდა, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის მგელმა დაკბინა. ცხოველები მალევე ტყეში შეცვივდნენ.
ირმების ამსახველი კადრები ადგილობრივებმა მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაიღეს და ვიდეო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.