"ომეგა ჯგუფის" განცხადებას, იუსტიციის სამინისტრომ წერილობით უპასუხა. „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ეხება კომპანია „ომეგას“ თამბაქოს წარმოების აუქციონზე გატანის გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულებაც სტოკჰოლმის არბიტრაჟმა შეაჩერა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ აპირებს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვის ან მის რეალიზაციის აკრძალვას.
სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში კომპანიის დამფუძნებელმა საქართველოს მთავრობას ზეწოლისა და უსამართლო დევნის გამო უჩივლეს.
იუსტიციის სამინისტროს, სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა ასევე ზაზა ოქუაშვილისთვის კომპენსაციის გადახდა. კომპენსაცია რეალურად იქნება ასობით ათასი ლარი, რომლის გადახდაც აღსრულების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს მოუწევს.