17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
სამეფო ოჯახის სკანდალი გრძელდება - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი შორენა ბეგაშვილის დაკითხვას მოითხოვს 

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი შორენა ბეგაშვილის დაკითხვას მოითხოვს. გრუზინსკების ოჯახი ითხოვს, რომ შორენა ბეგაშვილმა დაადასტუროს მის მიერ წლების წინ უკვე გახმაურებული ძალადობის ფაქტი. საქმე ეხება კვლავ დავით ბაგრატიონ მუხრანელის მხრიდან ძალადობას.

მსახიობსა და ტელეწამყვანს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ძალადობასა და ცემაში არაერთხელ დაუდანაშაულებია. ფიზიკური ძალადობის ფაქტი მეფესა და შორენა ბეგაშვილს შორის 2012 წელს მოხდა. მაშინ ბეგაშვილს სამართალდამცველი უწყებებისთვის არ მიუმართავს, თუმცა ინციდენტზე საჯარო განცხადება გააკეთა. დღეს შორენა ბეგაშვილს ამ ფაქტზე საუბარი აღარ სურს.

დედოფლის ადვოკატების განცხადებით, ბეგაშვილის გარდა, კიდევ ერთი ძალადობის მსხვერპლი ქალი არსებობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტ-პროვოკატორს უწოდებს შორენა ბეგაშვილს დავით ბაგრატიონ მუხრანელის დაცვის მხარე. 

მეფის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ გამომძიებლებს დეტალურად მოუყვა, როგორ სცემა ყოფილმა ქმარმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები