პროტესტი საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილმა ხვალ პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა ყველა, ვინც 91 წლის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ქვეყნის პირველ პირთან მიღებაზე არ მივლენ. ეს მათი პოლიტიკური დემარშია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ზურაბიშვილს პირველი პრეზიდენტის დევნაში და პუტჩის, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. მათ დიდი ნაწილი დღეს ღიად ამბობს, რომ ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება ვიდრე არ აღიარებს საკუთრ შეცდომებს.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებისთვის ასევე მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მათ არ სჯერათ რომ მან წლების შემდეგ მოინანია და პოზიცია შეიცვალა. დარწმუნებული არიან რომ მათთან შეხვედრა პირადად არც სურს. მათი აზრით, იგი ამჟამად იძულებულია ასე მოიქცეს. ფიქრობენ, რომ ახლა ასე სჭირდება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.