17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
150-მდე ადამიანის ნეშტი ბათუმის ტაძრის სარდაფში - ამბავი, რომელსაც ორი წლის განმვალობაში საპატრიარქო და ხელისუფლება მალავადა

150-მდე ადამიანის სხეულის ნაწილი ბათუმის ტაძრის სარდაფში - სტალინურ რეპრესიებს შეწირული მოქალაქეები 21 აპრილს ისევ იმ ადგილას უნდა ჩამარხონ, სადაც პირველად მიაკვლიეს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მუსლიმი მრევლის წინააღმდეგობა მოჰყვა.

ხელვაჩაურში აღმოჩენილ სამარხში დახვრეტილთა დიდი ნაწილი სწორედ მუსლიმია. მათი შთამომავლებისთვის მთავარი ინტერესი ახლა ისაა, რატომ მალავდნენ 2 წლის განმავლობაში მართლმადიდებლურ ტაძარში სხვა რელიგიის მიმდევართა ძვლებს. რეპრესირებული ადამიანების ოჯახები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დროულად მოახდინოს ნეშთების იდენტიფიკაცია, რათა მათი დაკრძალვა მათივე რელიგიის მიხედვით მოხდეს.

ნეშტების საყოველთაო დაკრძალვის დღედ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 21 აპრილი, ბზობა შეარჩია. მუსლიმი მრევლი საკუთარი წინაპრების ქრისტიანულ დღესასწაულზე დაკრძალვას ეწინააღმდეგება, აღმოჩენილ სამარხში მიკვლეული ძვლები კი როგორც ქრისტიან, ისე მუსულმან ადამიანებს ეკუთვნით.

სტალინური რეპრესიების საერთო სამარხი ბათუმში, 2 წლის წინ ლაზეთის ეპარქიამ აღმოაჩინა. გათხრების დროს კი 150-მდე ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. ორი წლის განმვალობაში ამ ამბავს საპატრიარქოც და ხელისუფლებაც მალავადა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები