დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ,
სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ტერიტორია დატოვეს. დღის ბოლოს ტყის პერიმეტრი ვერტმფრენმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გაღვივების და ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი გუშინ დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. დაიწვა ორ ჰექტარზე მეტი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.