17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები და აშშ-ს როლი  ეკონომიკური განვითარების გზაზე - აღნიშნულ საკითხებზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმსჯელეს.

სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. კონგრესმენებმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმღვანელს მოუსმინეს, რის შემდეგაც მას კითხვა საქართველოზეც დაუსვეს.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან ერთ-ერთი მთავარი კორუფციაა. კიტინგი ასევე დაინტერესდა, თუ რის გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს საქართველოს დასახმარებლად.

დღის ამბები