თბილისის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. ბინები მათ "დირსი"-ს საცხოვრებელ კომპლექსში მიიღეს.
გადაწყვეტილება მერიამ, რამდენიმე კვირის წინ მიიღო და შერჩევის მთავარ კრიტერიუმად, დაბალი სარეიტინგო ქულები დაასახელა.
კახა კალაძეს თქმით, თითოეული დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება დაკმაყოფილებული და ამ პროცესს თბილისის მთავრობა აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.
“აქ არის ადამიანები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც არიან კოოპერატივით დაზარალებულები, სახელმწიფოს ეს აღიარებული აქვს და მე დღეს მთავრობაზეც ვთქვი, რომ წინასაარჩევნოდ უამრავ თვალცრემლიან ადამიანს ვხვდებოდი, ვისაც ეს პრობლემა აწუხებდა მე მათ ადამიანურად მივეცი პირობა, რომ ჩვენ ვიქნებოდით ის მთავრობა ვინც ამას მოაწესრიგებდა და მოაგვარებდა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლოში. ყველა ოჯახი, ყველა ადამიანი ვინც დაზარალებულია აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული და იქნება ისეთივე გახარებული, როგორც დღეს ეს 57 ოჯახი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.