17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ჯეკ შეპარდის წინასაექსტრადიციო პროცედურა დასრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟურნალისტები, ჯეკ შეფარდის ექსტრადირებას ელოდებიან. შეფარდის წინა საექსტრადიციო პროცედურა უკვე დასრულდა და მისი ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში უნდა მოხდეს. 

ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრი იმყოფებოდა გლდანის ციხეში და მან წინასაექსტრადიციო პროცედურები გაიარა. 

მეგობარი გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულის ეტაპირება, გლდანის ციხიდან აეროპორტის ტერიტორიაზე ცოტა ხანში მოხდება, ამის შემდეგ კი ქართველი ბადრაგები, მას ბრიტანელ სამართალდამცველებს გადასცემენ.

ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეპარდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა და 24 წლის შარლოტა ბრაუნი დაიღუპა.

შეპარდი ქართველ სამართალდამცველებს 23 იანვარს ჩაბარდა.

 

დღის ამბები