ამოყირავებული ავტომობილების აქცია თბილისში - უკვე მესამე დღეა ცენტრალური ქუჩების გზაჯვარედინებზე მოქალაქეებს ამოყირავებული მანქანები ხვდებათ.
ინიციატივის ავტორი კომპანის სახელი ისევ არ საჯაროვდება. ნებართვა კი მერიამ გასცა, სადაც განმარტეს, რომ აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს საბჭოთა დროინდელი აქციაა და ის რეალურად პრობლემებს მოაგვარებს არ ემსახურება. მათივე თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს სატრანსპორტო კოლაფსს დედაქალაქში.
„გადმოიღეს 90-იანი წლების პრაქტიკა, რომელიც რუსეთში იყო დანერგილი. ჯართის განთავსებით უბრალოდ უხერხულია თუ რა თქმა უნდა ის მიზანი აქვს თბილისის მერიას, რომ ამით სურს აამაღლოს მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში ცნობიერება და დამოკიდებულება შეცვალოს მძღოლების, პირიქით ეს უფრო აგრესიას იწვევს,“-განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორმა ვასო ურუშაძემ.