ილონ მასკის კომპანიის ხომალდი "Falcon Heavy“ პირველ კომერციულ ექსპედიციაში გაემგზავრა. რაკეტა ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. მან ორბიტაზე არაბული კომპანიის თანამგზავრი გაიტანა.
"Falcon Heavy“ -ის პირველი კომერციული ექსპედიცია იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ორბიტაზე გაყვანის შემდეგ მისი სამივე ქვედა განყოფილება დედამიწაზე წარმატებით პირველად დაეშვა.
"Falcon Heavy“ -ის სატესტო ექსპედიცია 2018 წელს შედგა. მაშინ რაკეტა კოსმოსში ილონ მასკის წითელ ტესლასთან ერთად გაუშვეს.