17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
თუ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას - შალვა ნათელაშვილი

ტაქსის მძღოლების ულტიმატუმი თბილისის მერს - კახა კალაძესთან შეხვედრის დაწყებამდე ტაქსის მძღოლების მოთხოვნები „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თუ თბილისის მერია დათმობაზე არ წავა, მაშინ პარტია ტაქსის მძღოლებთან ერთად პარლამენტის წინ უვადო აქციებს დაიწყებს.

„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ თუ ამ დღეებში სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა, ხელისუფლება არ აიღებს ხელს დისკრიმინაციულ ნორმებზე იძულებითი გადაღებვისა და სხვა სისულელეების შესახებ, რომლის მიზანიც არის განდევნოს თვით დასაქმებული ხალხი ბაზრიდან და მილიონიანი ბიზნესი დარჩეს კალაძესა და ივანიშვილს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ 18 აპრილს, დღის სამ საათზე პარლამენტის წინ ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას, საყოველთაო გაფიცვით და ვეპატიჟებით იქ ყველას ვისაც მამულისათვის გული უძგერს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტაქსის მძღოლების მორიგი შეხვედრა თბილისის მერთან დღეს არის დაგეგმილი. 

დღის ამბები