დედაქალაქის მერია ტაქსის რეფორმის გადავადებას არ გეგმავს - ეს განცხადება, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.
თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმაში მცირე კორექტირებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესი დისკომფორტს არ იწვევს. ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ რეფორმის გადადება ან არ განხორციელება სრულიად მიუღებელია.
„რეფორმის გადავადებას ჩვენ არ განვიხილავთ. ჩვენ შეიძლება განვიხილოთ გარკვეული კორექტივები, რომელიც ქმნის დისკომფორტს, თუმცა მეეჭვება ასეთი რამ ჰქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად გვქონდა პროცესი გაანალიზებული და დაგეგმარებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ არაფერს. გარკვეული კორექტივის შეტანა შესაძლებელია, მაგრამ რეფორმის გადადება და რეფორმის არ განხორციელება - ეს არის მიუღებელი,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.