პანკისის ხეობაში მინისტრების ვიზიტი უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებსა და სკოლის დირექტორებთან შეხვედრით დასრულდა.
ქალებთან დისკუსია დუისის კულტურის ცენტრში მიმდინარეობდა.
საბჭოს წევრებმა ვიცე პრემიერსა და შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს ხეობაში არსებული პრობლემები გააცნეს.
მათი თქმით, პანკისში არის სკოლები, სადაც ინფრასტრუქტურა ამ დრომდე მოუწესრიგებელია. აქცენტი გაკეთდა საბავშვო ბაღებში დაბალ ხელფასებზე.
ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც ითხოვენ.
მაია ცქიტიშვილმა ხეობაში დაგეგმილი პროექტებისა და პრობლემების მოგვარებაზე ილაპარაკა. მანამდე კი შეხვედრები გაიმართა ხეობის უხუცესებთან, სოფელ ომალოს მოსახლეობასთან და პანკისელ ახალგაზრდებთან.
ავტორი: ია გულიაშვილი