თბილისში სამედიცინო სიმპოზიუმი მიმდინარეობს. სიმპოზიუმის მთავარი თემა მედიცინაში არსებული თანამედროვე სიახლეები და ბიორეგულაციური მედიცინის შესაძლებლობის პრაქტიკაში გამოყენებაა.
სამედიცინო ღონისძიებას, მოწვეულ უცხოელ კოლეგებთან ერთად, სამასამდე ქართველი მედიცინის წარმომადგენელი ესწრება.
სიმპოზიუმი საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.