ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეს ცეცხლი გაუჩნდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
„ოზურგეთში ხანძარია! სოფლების - ვაკიჯვარი, შემოქმედი-გომის საზღვარზე. ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. იწვის ხეები და ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე,“ - აღნიშნულია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.