სანდრა რულოვსი ზუგდიდში, მდებარე ნეირო განვითარების და დღის ცენტრ "ნერგებში" იმყოფებოდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ინტეგრაციის და სოციალური და რეაბილიტაციის პროგრამები ხორციელდება.
წლების განმავლობაში, მათ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი საქველმოქმედო ფონდიდან ეხმარებოდა.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებელია ასეთი ცენტრების გაფართოება, რომ სერვისი მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ასევე, სანდრა რულოვსის განცხადებით, ეს სახლები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა ემსახურებოდეს.
„1600 ბავშვია ასეთ მდგომარეობაში და თუ ვერ დადიან სკოლაში, სჭირდებათ დღის ცენტრის სერვისი. სჭირდებათ სარეაბილიტაციო სერვისები. ამიტომ, დავინტერესდი, ზუგდიდში რა გვაქვს. დღის ცენტრების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და სარეაბილიტაციო სერვისები უნდა გაფართოვდეს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.