ბიძინა ივანიშვილის მორიგი გატაცება - გიგანტური ხეების შემდეგ, ოლიგარქი კურორტებით დაინტერესდა. მისი სამიზნე აბასთუმანია. იქ, სადაც ოდესღაც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მკურნალობდნენ, ახლა ივანიშვილი სამოთხეს იშენებს. თუ რამე გამორჩეული და ღირებული ადგილი იყო ამ კურორტზე, ყველაფერი მას აქვს ნაყიდი. იქ უკვე თავისი სახლიც აქვს ჩადგმული.
ივანიშვილის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტები ვერ მოხვდებიან. ცნობილი საავადმყოფო უკვე ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ახალი კლინიკა კი, რომელსაც ივანიშვილი აშენებს, არა დაავადებული, არამედ განკურნებული პაციენტების სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება.
იკრძალება აბასთუმანში ავტომობილებით გადაადგილებაც. იქ მხოლოდ ელექტრომობილებისთვის იქნება ნებადართული შესვლა.
P.S.-ის აბასთუმანში გამოჩენისთანავე ადგილზე მოძრაობა შავმა ჯიპმა დაიწყო, რომელიც გადამღებ ჯგუფს ყველგან დაჰყვებოდა.