17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული არასრულწლოვანები - კვლევის მიხედვით, ონლაინსამორინეებში მოზარდების 59% თამაშობს

აზარტულ თამაშებს დამოკიდებული მოზარდები და საგანგაშო სტატისტიკა - როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, ონლაინ აზარტულ თამაშებში სულ უფრო მეტი არასრუწლოვანი ერთვება, იმის მიუხედავად რომ კანონით ეს აკრძალულია.

კვლევის ავტორების განმარტებით, აღმოჩნდა, რომ 15-დან 18-წლამდე მოზარდების 59% აზარტულ თამაშებში სხვადასხვა დოზით ჩართულია.

თბილისის სკოლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები ონლაინ კაზინოებში უპრობლემოდ რეგისტრირდებიან და თამაშობენ. მოზარდები ძირითადად სლოტთამაშებს ირჩევენ, რომელიც ექსპერტთა აზრით, დამოკიდებულებას ყველაზე მეტად იჩენენ.

„თვითონ ინტერნეტ სამორინეებს აქვთ ძალიან სუსტი კონტროლის მექანიზმი. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია ინტერნეტ სამორინეში დარეგისტრირება და შემდეგ თამაში,“- ამბობს აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძნებელი გუგა ბესელია.

ბესელიას თქმით, იმდენად მარტივია ონლაინ სამორინეებში დარეგისტრირება, რომ ერთ-ერთი ცდის დროს მან 5 წლის შვილის მონაცემებით გაიარა რეგისტრაცია.

დღის ამბები