თბილისში, ელბაქიძეზე მძღოლს სატვირთო ავტომანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოჰყვა. შუა ხნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაგორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.