გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ტყიბულის საკრებულოში მაჟორიტარობისთვის დავით ლომიძე იბრძოლებს. კანდიდატი დღეს გაერთიანების ლიდერებმა წარადგინეს. ლომიძის განცხადებით, გამარჯვების შემდეგ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ტყიბულელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია ორგანულად ვერ იტანს ლაპარაკს. ის 9 წელი, ეს 7 წელი. ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რა არის ჩვენს სამშობლოში გასაკეთებელი და რა სამწუხარო მემკვიდრეობას მივიღებთ ამ ე.წ. ხელისუფლებისგან. ყველაფერი გაჩერებულია ტყიბულში, თუ რამის გაჩერება შეიძლება. შახტები არ მუშაობს, ჰესი გაჩერებულია, ყველაფერი გაჩერებულია. ხალხი გაკრეფილია, მასობრივი ემიგრაცია მიდის მაღაროელების პოლონეთში. ეს არის რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების მმართველობამ საქართველოში“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ლომიძე აცხადებს, რომ ის ვითარება, რაც დღეს ტყიბულშია, უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და შევცვლით იმ ვითარებას, რაც დღეს ჩვენს ქალაქში არის. რაც შეეხება იმას, რომ ტყიბული ისევ ძველებურ რიტმში, აღმავლობის გზაზე დავაყენოთ“ - აღნიშნა დავით ლომიძემ.