17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ხელფასის მომატება და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება - "ენერგო პრო ჯორჯიას" 4 ათასი თანამშრომელი გაფიცვისთვის ემზადება 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" 4 ათასი თანამშრომელი გაფიცვისთვის ემზადება. ხელფასის 50 პროცენტით მატება და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება - პირობების გაუმჯობესებას 4 ათასზე მეტი ადამიანისთვის პროფკავშირები ითხოვენ და აქციებს აანონსებენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების გამკაცრებაცაა. ისინი მძიმე სამუშაო პირობებს უკავშირებენ შარშან 10 თანამშრომლის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტებსაც.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სიცრუეს უწოდებენ პროფკავშირების მიერ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას. მათ შორის შრომით უსაფრთხოებაზე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასა და ხელფასებზე. გენერალური დირექტორის განმარტებით, ხელფასები ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად უკვე გაიზარდა. ამ ეტაპზე კი არ იგეგმება, რადგან მას შესაძლოა სულ მცირე ერთი თეთრით მოყვეს ენერგო ტარიფის მატება.

კომპანიის თანამშრომლები პარასკევს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლას და სათაო ოფისთან აქციის გამართვას გეგმავენ. პარალელურად, ჯანდაცვის სამინსიტროს მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები