17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი ქალები - საია-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში 9000-მა ქალმა მიმართა  

დანა, ხორცის საბეგვი, ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი, საფერფლე, ჩანგალი, ჩაქუჩი, გასაღები, მაკრატელი - ეს ის ნივთებია, რომლითაც ქალებს ყველაზე ხშირად აყენებენ ტკივილს. ბოლო სამ წელში მოკლულია 69 ქალი, რომლებიც წლების განმავლობაში პარტნიორისგან ოჯახურ ძალადობას ითმენდა და რომლებიც ძალადობისგან ვერც სახელმწიფომ დაიცვა.

საია-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში 9000-მა ქალმა მიმართა და მოძალადისგან დაცვა სთხოვა. 2500-ს ფსიქორეაბილიტაცია ჩაუტარეს. 5 კვლევის შედეგებით, საია ასკვნის, რომ ხშირ შემთხვევაში ძალადობის პრევენცია ადრეულ ეტაპზეც შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფო ვერ აცნობიერებს მის წინაშე მდგარი პრობლემის სერიოზულობას და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას.

"ნუ გაზრდი სიას, არ დამალო, ილაპარაკე" - 2-წლიანი პროექტის მთავარი მესიჯი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იყო და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის იმის თქმა, რომ მათ არა მარტო ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, არამედ მისი პრევენციაც ევალება.   

 

დღის ამბები