ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაქვში 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.