17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"სიბინძურე, შიმშილი, ცხოველს არ მოექცევიან ასე" - ანსამბლ „გორდას“ ხუთი წევრი და მშობლები ისრაელიდან დაბრუნდა 

ანსამბლ „გორდას“ ხუთი წევრი და მშობლები ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდნენ. მათი განცხადებით, საბუთები წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ დაუდგენელი მიზეზების გამო საზღვარზე შეშვება მაინც არ მოხდა.

ისინი სადეპორტაციო განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. მათი საქართველოში გამომგზავრების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს საკონსულოსა და ისრაელის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა.

„აეროპორტში დაგვაკავეს, არანაირი ახსნა, არაფერი, უბრალოდ გვითხრეს არასასურველი სტუმრები ხართ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. სიბინძურე, შიმშილი, ცხოველს არ მოექცევიან ასე,“-აცხადებს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი თინათინ გელაშვილი.

ანსამბლის წევრების ნაწილი კი ისევ ისრაელში რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრებიან

საბუთებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში გვქონდა, როგორც კი ჩავედით, თვითმფრინავიდან ჩასვლა და გამოგვყვა თანამშრომელი, მიგვიყვანეს ოთახთან, სადაც გვითხრეს რომ დაგველოდეთ აქ, პასპორტები ჩამოგვართვეს და შევიდნენ. 6 საათის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან, პირდაპირ გვეუბნებიან, არასასურველი სტუმრები,“-აცხადებს ქორეოგრაფი დავით კაჭარავა.

დღის ამბები