17 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"თემირლანის სახელის ხსენებაზე ამათ ჯოჯოხეთი ელანდებათ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტში მივიდა - მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიუროს ოთახთან დეპუტატებს ელოდება. ამ წუთებში ბიუროს სხდომა იწყება და მალხაზ მაჩალიკაშვილს იმედი აქვს, რომ კანონმდებლები მისი მოთხოვნით, შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, დაინტერესდებიან. 

"რუსთავი2"-თან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი, ხელისუფლების სურვილზე, არ გამოიძიოს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა, კიდევ ერთხელ საუბრობს. ამბობს, რომ ბრძანება დამნაშავეების ხელის დაფარების პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. 

"ყველა დუმს, ხელისუფლებაში არავის პასუხი არ აქვს. მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ამ საქმემ თითქმის მთელი მსოფლიო შეძრა. ყველა თვალყურს ადევნებს რა სტადიაშია ეს საქმე. არანაირი პასუხი არ არის. თემირლანის სახელის ხსენებაზე ამათ ჯოჯოხეთი ელანდებათ.  მე ამათი არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო. რამენაირად ვცდილობ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. 

ამათ აქვთ ბრძანება, ბრძანება არის პირდაპირ ივანიშვილის ბრძანება. ესენი თავისით არაფერს არ წყვეტენ. ამ ხელისუფლებაში ასე ხდება, ამ ქვეყანაში ასე ხდება, მაგრამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. 

მე ვამბობ, თუ დამნაშავე ვარ დამადანაშაულე, თუ არ გაქვს ამის ვაჟკაცობა, სინდისი, კაცობა, მაშინ მითხარი დავაშავე და მე ავდგები და სახლში წავალ. რაღაც ხდება, ან მე ვარ დამნაშავე, ან ისინი არიან,"-განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები