ტაქსის მძღოლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს შეხვდნენ.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ „ლეიბორისტულ პარტიას“ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციებით გამოწვეული პროცესებისგან გვერდზე გაწევა მოსთხოვა, შედეგად კი, ტაქსისტების მოთხოვნების დაკმაყოფილება აღუთქვა.
ნათელაშვილის თქმით, ის ხელისუფლების მოთხოვნას ითვალისწინებს და ძალაუფლების სადავეებს ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს გადასცემს.
„დღეს ხელისუფლება და ჩვენდა გასაოცრად საპატრიარქოც ითხოვს, რომ „ ლეიბორისტულმა პარტიამ“ გვერდზე გაიწიოს პროცესებიდან, რის შემდეგაც მძღოლების მოთხოვნები დაკმაყოფილდება. ჩვენთვის მთავარია, შეწყდეს ტაქსისტთა გენოციდი. ჩვენთვის მთავარია, ამ ხალხმა არ დატოვოს საქართველო და არ დარჩნენ მშივრები და მათ ადგილას არ გაიხსნას ივანიშვილ-კალაძის სატაქსო კომპანიები და არ ჩამოიყვანონ იქ ირანელი და არაბი მძღოლები, როგორც ამას აპირებენ. ამიტომ, ჩვენ მთელ ძალაუფლებას მიმდინარე პროცესისა გადავცემთ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს, ვუცხადებთ სოლიდარობას და ველოდებით, თუ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ ხელისუფლების ქვეშ იქნება 9 ბალიანი მიწისძვრა, საიდანაც ისინი ვეღარ გადარჩებიან,“- განაცხადა ნათელაშვილმა.