პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს - დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.
რუსთაველის გამზირზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი - ამტელში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.