პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 21 წლის და 19 წლის ახალგაზრდები ამტელის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც ექიმი ამბობს, პაციენტებმა მასთან საუბარში აღნიშნეს, რომ ათი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნენ.
ექიმის თქმით, პაციენტები კონტაქტურები არიან. რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და აღენიშნებათ დაჟეჟილობები.
დაშავებულების მოსანახულებლად ოჯახის წევრები იმყოფებიან. მათი თქმით, ახალგაზრდები პანორამა თბილისის ობიექტზე მუშაობენ.
ოჯახის წევრების თქმით, სამივე ახალგაზრდა მეგობრები არიან და ერთად ცხოვრობენ.
დაშავებულების ახლობლები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ჯერ არ დაკავშირებიან.
დაშავებულებთან კლინიკაში უკვე მივიდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები.