17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ზვავსაშიშროება, წაქცეული ხეები, გაწყვეტილი ელექტროსადენები და დაზიანებული მანქანები - უამინდობამ თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

თოვლი და ზვავსაშიშროება გუდაური-კობის მონაკვეთზე დღესაც შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 აპრილამდე გაგრძელდება. მაღალმთიან რეგიონებში თოვს, თბილისში კი ძლიერი ქარია.

"მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ტემპერატურა დაბალ ნიშნულამდე იქნება, შენარჩუნდება 9-14 გრადუსი. თბილისი დღეს იქნება უნალექო, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში ველოდებით წვიმას. მთაში თოვლი შენარჩუნდება,"-აცხადებს სინოპტიკოსი, ინგა ხუციშვილი.

წაქცეული ხეები, გაწყვეტილი ელექტროსადენები და დაზიანებული მანქანები - ასეთი შედეგები მოიტანა დედაქალაქში უამინდობამ. გვიან ღამით მოსკოვის გამზირზე 2 ხე წაიქცა, იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ფესვებიანად მოგლიჯა ხე ნუცუბიძის ქუჩაზეც, სადაც ასევე დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარი მანქანა.

 

დღის ამბები