17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
„მთავრობას ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს - ბაჩანა შენგელაია

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების საქმეზე არსებულ მასალებს დღეს გაეცნობა. ია კერზაიას შვილი პროკურატურაში რამდენიმე საათში მივა, მანამდე კი ის პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალების დეტალებზე. შენგელია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

„მთავრობას ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს. ვინაიდან მთავრობის მეთაურმა არც განათლების მინისტრის და არც ერთი პირი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში დროებითაც არ გადააყენა თანამდებობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, ვნახოთ თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მთავარი მიზანი არის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები