სტიქია ხარაგაულის რაიონში - ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, დაიტბორა რამდენიმე სოფლის გზა. ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მოძრაობა შეზღუდული იყო ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. ადიდებულმა მდინარემ სახლებიც დატბორა. ამ დროისათვის გაწმენდილია მდინარის კალაპოტი. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა.