ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანაგრიშში მოხვდა. ორაგნიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე “ ვრცელი დოკუმენტი გამოაქვეყნა.
ანგარიშში წერია, რომ შედეგი, რითაც დასრულდება მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, “რუსთავი 2” -ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა, მედიაგარემოზე არსებით გავლენას მოახდენს.
ორგანიზაციის მკვლევარები ზოგად ვითარებაზეც წერენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მედია ლანდშაფტი ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. ანგარიშში საქართველოდან აფგან მუხთარლის საიდუმლო გატაცების საქმეც არის ნახსენები.