17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისინი ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში აიყვანეს, საიდანაც ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები, მათ შორის, კომპიუტერები და ძვირფასეულობა ამოიღეს.

დამნაშავეების კვალზე გამოძიება მას შემდეგ გავიდა, რაც ერთ-ერთ ბინაში, ძარცვის შემდეგ ეჭვმიტანილებმა ადგილობრივ სუპერმარკეტში შეძენილი საკვები დატოვეს. მაღაზიის სათვალთავალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ მათი იდენტიფიცირება შეძლო.

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დღის ამბები