17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების სპეციალისტი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების სპეციალისტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები