17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
მმართველი პარტია უპირისპირდება ევროპის საბჭოს და ეუთოს - ანა დოლიძე

ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაციის გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრები. ისინი  ერთხმად მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ინსტიტუტების შენიშვნები ასახოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებში.

მათი განცხადებით, თუ მმართველი გუნდი გავლენიანი ორგანიზაციების შენიშვნებს არ გაიზიარებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არა მარტოს სასამართლო სისტემას არამედ, პარლამენტის უმრავლესობასაც.

„ახლა უკვე არა ანას, ნაზის, ეკას, ან რომელიმე სხვა მოქალაქის, ან პარტიის წინააღმდეგ მიდის ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია, არამედ თუ ის გააგრძელებს ამ პროცესს თავისი ნების მიხედვით, ის ახლა უკვე ეწინააღმდეგება და უპირისპირდება ევროპის საბჭოს და ეუთოს. უდავოა, რომ ძალიან სამწუხარო შედეგებს მოიტანს ეს ზედაპირული დამოკიდებულება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ ორგანიზაციების მიმართ,“- აცხადებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძემ.

დღის ამბები