17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობა 

4 თვიანი მცდელობის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ია კერზაიას შვილს საქმის მასალებს აცნობს. ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას შენგელია განათლების მინისტრს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს. მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები საქმის გამოძიებას ხელს უშლიან და ამ პროცესში მთავარ როლს პროკურატურა ასრულებს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები იმისთვის, რათა დადგინდეს ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს.

Related image„არ არის კამერები დროულად ამოღებული, მე ამას ხაზს ვუსვამ. არის ძალიან დაგვიანებით, 4 თვის დაგვიანებით მიმართვა კამერების ამოღებაზე და პასუხი არის, რომ კამერები არის წაშლილი. აქ საუბარია ვინმე ლავრენტი ქირიაზე, რომელიც არ არსებობს და ეს დოკუმენტალურად არის დადასტურებული. შესაბამისად არ არის ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული ამ საქმეზე. ჩვენ დაგვრჩა ის განცდა, რომ პოლიტიკური მიმართულებით საერთოდ არ არის გამოძიება ნაწარმოები. მაგალითად განცხადებებში და საჩივრებში და ასევე საქმის მასალებში ფიგურირებდა რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ქალბატონი ნათელა ხორგუანის განცხადებით უშუალოდ ახდენდა პოლიტიკურ ზეწოლას, ეს ადამიანი საერთოდ გამოკითხულიც არ არის გამოძიების არც ერთ ეტაპზე, კახაბერ ფარცვანიაზეა საუბარი და არც სხვა პირები ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ყველა ის კითხვა, რაც იყო ამ საქმეში, დღემდე აი ამ წუთამდე რჩება პასუხგაუცემელი,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები