17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
პოლიკლინიკების ქსელი "მედკაპიტალი" ჯანდაცვის სამინისტროს წინაღმდეგ - სამედიცინო დაწესებულება უწყების ჯარიმას აპროტესტებს

პოლიკლინიკების ქსელი "მედკაპიტალი ჯანდაცვის სამინისტროს წინაღმდეგ - სამედიცინო დაწესებულება უწყების ჯარიმას აპროტესტებს. რამდენიმე თვის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა და სამედიცინო დაწესებულებები სხვადასხვა დარღვევის გამო დააჯარიმა.

საუბარია, ბენეფიციარების რეგისტრაციისას დაშვებულ შეცდომებზე. ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ ხარვეზების გამო, სხვადასხვა კლინიკები დააჯარიმა.

კერძოდ, საუბარია ბენეფიციარის პირადი ნორმის შეცდომით ჩაწერაზე და ზოგადად, პირადი მონაცემების არასწორად მითითებაზე

ჯანდაცვის სამინისტრომ „მედკაპიტალის“ შემთხვევაში ჯარიმა 19 მილიონი ლარი დაადგინა. თუმცა, მთავრობის მიერ, 2 თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, კლინიკებს ჯარიმები ჩამოეწერათ. მათ მხოლოდ იმ თანხის გადახდა დაეკისრათ, რომელიც უშუალოდ, არასწორად რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის დაიხარჯა, ეს თანხა კი 6 მილიონ ლარს შეადგენს.

ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით „მედკაპიტალი“ პრეტენზიას გამოთქვამს, დავა კი სასამართლოში გაგრძელდება.

„დავა მიდის, რომელიც ყოველთვის ხდებოდა... რაღაცას ვეთანხმებით, რაღაცას არ ვეთანხმებით. ღია ჯარიმები არსებობს კი. ძალიან ბევრი პუნქტია, ასე ვერ გამოყოფ. ცალსახად რომ გითხრათ ახლა ტელეფონში ეს. ძალიან ბევრი პუნქტია და ფაქტიურად, დაობს ყველა პუნქტში. არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ვერ გამოვყოფ ახლა ესე, მაგრამ ბევრი კუთხით არის და ფაქტიურად, ვასაჩივრებ ყველას რა,“ - განაცხადა „მედკაპიტალის“ დირექტორმა, ზაზა ჯაფარიძემ.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, მაია ხომერიკი განმარტავს, რომ რეგისტრაციისას წესების დაცვა მარტივი და აუცილებელია.

„რეგისტრაციის წესი, სადაც იყო დარღვეულ, იმ ბენეფიციარებზე გადარიცხული თანხა, რომლებიც რეგისტრაციის წესის დარღვევით იყვნენ რეგისტრირებული, აღნიშნული თანხა ბრუნდება სახელმწიფოს ბიუჯეტში. მკაცრი აღრიცხვის ფორმა მარტო არ განისაზღვრება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით. ზოგადად, მას აქვს თავისი წარმოების წესი, მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქაც უნდა იყოს ეს წესი დაცული“ - განაცხადა მაია ხომერიკმა.

 

 

დღის ამბები