17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს - დავით ბაგრატიონი

დავით ბაგრატიონის საგანგებო მიმართვა - განცხადებას საქართველოს სამეფო სახლი ავრცელებს. მიმართვის ადრესატები ანა ბაგრატიონი, მისი უფლებადამცველები და ჟურნალისტები არიან, რომლებსაც დავით ბაგრატიონი ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევს და აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში ის მედიისთვის განცხადების გაკეთებას გეგმავს.

„მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.

"ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს," - აცხადებს დავით ბაგრატიონი, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

დღის ამბები