17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ჩვენ არ გავჩერდებით" - "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები

"ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები ხელფასების მატებასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი დღეს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ კაბალური შრომით პირობები აქვ. 

დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანიას 2 წლის განმავლობაში 160 მილიონით გაეზარდა შემოსავალი, თუმცა ეს მათ ხელფასებზე არ ასახულა.

„დღევანდელი აქცია გახლავთ გამაფრთხილებელი აქცია. ერთჯერადი აქცია ნამდვილად არ არის. ჩვენ არ გავჩერდებით ბოლომდე სანამ არ მოხდება აღნიშნული საკითხების ლოგიკურად და ჯანსაღად გადაწყვეტა. ჩვენთვის ეს მოთხოვნები გამომდინარეობს ბუნებრივია იმ ათასობით დასაქმებული ადამიანებიდან, რომლებიც ითხოვენ ღირსეულ შრომას მე ვფიქრობ, რომ თავად ადმინისტრაციისთვისაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ თავისმა ორგანიზაციამ გამართულად და ჯანსაღად იფუნქციონიროს. ეს არის სტრატეგიული ობიექტი სადაც აუცილებელია  პროფესიონალების მაქსიმალურად გამართული მუშაობით უზრუნველყოფა და ეს ეფექტი ვერ იქნება მიღებული თუ არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება,“ - განაცხადა ამირან ზენაიშვილმა.

პარალელურად, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია:

"პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა ვერ მოიპოვა მხარდაჭერა რეგიონებში, და სთხოვეს თანამშრომლებს, რომ ადგილზე მაინც დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია, თუმცა უარი მიიღეს. რაც შეეხება თბილისის აქციას, მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე მოითხოვა თავისი 37 დელეგატის გაგზავნა თბილისში. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე".

კომპანიის მენეჯმენტი მადლობას უხდის მისი თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთსულოვანი თანადგომისთვის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები