აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯაბა კრედიტის" დაზარალებულები კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ კომპანია “ჯაბა კრედიტის“ წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა ემალებიან.
დაზარალებულებს დღეს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც მათ დახმარებას შეჰპირდა.
საუბარია 500-მდე დაზარალებულზე, რომელთათვისაც კომპანია კუთვნილი თანხების უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. უკვე რამდენიმე თვეა, „ჯაბა კრედიტში“ გახსნილი ანაბრიდან სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები პროცენტს ვერ იღებენ და ვერც შეტანილ ფულს იბრუნებენ.