17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
"ევროპა ნოსტრა საქართველოს" პრეზიდენტად ნინო ანანიაშვილი დასახელდა

ევროპა ნოსტრა საქართველოს 7 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ქართული პროექტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს საზეიმოდ გადაეცათ.

ღონისძიებაზე ევროპა ნოსტრა საქართველოს პრეზიდენტიც დაასახელეს - ეს საპატიო წოდება პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილს ერგო.

საღამოს საქართველოს პრეზიდენტი და კულტურის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.

დღის ამბები