პანკისის ხეობაში, შეტაკებების ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა. სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ადასტურებს, რომ ის გზაზე სამართალდამცავებმა შეაფერხეს. გამოიკითხეს თუ რა მიზნით მიდიოდა ის პანკისში და რა დამოკიდებულება ჰქონდა ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„აინტერესებდათ რა პოზიცია მქონდა ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რას გამოიწვევდა ჩემი აქ ამოსვლა. რა მიზანი მქონდა. პოზიცია ჩემი არის, რომ ხეობაში იყოს სტაბილურობა. ხეობაში იყოს სიმშვიდე. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე მტკივა, როგორც დანარჩენს ხალხს და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რომ ამან არ გამოიწვიოს არეულობა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს დაუშვებელია, ეს არის ხელისუფლების უმოქმედობის ბრალი. ამან მიგვიყვანა აქამდე. ხელისუფლებას ერთი ყოველთვის ხეობაში რაც აინტერესებს, პანკისის მოსახლეობის ქისტები იყვნენ უშიშროების სამსახურების ზემოქმედების ქვეშ,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით დღევანდელი დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
„ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამდენი სპეცრაზმის შემოყვანა გამოიწვევს ხალხის გაღიზიანებას. დიდი შეცდომა იყო ჩემი გაჩერებაც. ესეც ასე ვთქვათ რომ დავეკავებინე ესეც გამოიწვევდა გამოუსწორებელ შეცდომას,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.