პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები გადაწყვეტილებას ელოდებიან. ადგილზე რჩება სპეცრაზმი.
დაახლოებით, 6 პანკისელთან შეხვედრას გიორგი გახარია, გარემოს დაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ესწრებიან.
პანკისელები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა.
„მე არ მაქვს დიდი მოლოდინი ამ შეხვედრის. დღეს საუკეთესო ილუსტრაცია იყო პოლიტიკურ მთავრობას რა პოლიტიკა გააჩნია პანკისთან მიმართებაში. ეს არ იყო ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლის აქციები. ისევე, როგორც ამ ხელისუფლებასაც და წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა პრაქტიკა. ეს უფრო ჰგავდა სადამსჯელო სპეცოპერაციას, ვიდრე დემონსტრაციის დაშლას,“- განაცხადა ლუიზა მუფთოშვილმა.
შეტაკების დროს დამწვარი და დაზიანებული რამდენიმე ავტომობილი ამ წუთებში სპეციალურ ტექნიკით გააქვს.