გუდამაყარში სოფელ კიტოხის მთაზე რამდენიმე დღის წინ ბზარი გაჩნდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი წვიმების შემთხვევაში, მიწის მასა სოფლისკენ დაიძვრება. მოსახლეობა ამბობს, რომ ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილზე ელექტროენერგიის მაღალი გადამცემი ძაბვის ანძები დამონტაჟდა, რისთვისაც ხელოვნური გზა გაიჭრა.
გეოლოგები ამბობენ, რომ უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, მიწა დამძიმდება და დიდი საფრთხე არსებობს რომ ის დაბლა, სოფლისკენ დაიძრას.
მთიდან, 19 აპრილს მცირე ღვარცოფი სოფელში ჩავიდა. ადგილზე დარჩენილი მწის მასა ხეობაში ყოველწამიერად შეიძლება დაიძრას. კადრებში ჩანს, რომ დამეწყრილი ფერდი მოძრავია და მიწის უზარმაზარი მასა ხელოვნურად გაჭრილ გზაზე დევს.
მეწყრის პირველი კერიდან დაახლოებით 300 მეტრში, სტიქიის კვალი მძიმე და შემზარავია. დაძრულმა ფერდმა მოგლიჯა ხეებიც, რომელიც მოწყვეტილი მიწის უზარმაზარ მასზეა შერჩენილი.
გუდამაყარში მთა მეწყერსაშიში საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის პროექტის შემდეგ გახდა. ადგილობრივების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთაზე ხელოვნური გზა ბულდოზერებით გაიჭრა, ნაყარი მიწა ფერდზე გაშალეს, ადგილზე დატოვეს მოჭრილი ხეები, ყველაფერმა ერთად ვითარება დაამძიმა მთა რამდენიმე ადგილზე ჩამოიშალა.
გუდამაყარში და მთიულეთში, ქსანი-სტეფანწმინდის 500 ვატიანი გადამცემი ხაზის პროექტს სწავლობს და უკვე წლები აპროტესტებს „მწვანე ალტერნატივა.“