17 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება არ უპასუხებს ისევ რეპრესიებით-ომბუდსმენი პანკისის მოვლენებს ეხმაურება

„ეს იყო დაგროვილი უკმაყოფილების და პროტესტის გამოხატულება ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა ამ ხეობაში,“-ასე ეხმაურება ნინო ლომჯარია დღეს პანკისში განვითარებულ პროცესებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ხეობაში დაუშვებელია რადგან ამან შეიძლება პროცესები უმართავი გახადოს.

"ბევრი უპასუხო კითხვა აქვთ მათ. ბევრი საკითხის მიმართ აქვთ პროტესტი და მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ამ ადამიანებთან ხელისუფლებას ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. არა მარტო ჰესების თემაზე, არამედ ყველა მიმდინარე თემაზე. მათ შორის არის ანტიტერორისტული  ოპერაციები, რომელსაც პერიოდულად ახლავს ხოლმე ადამიანების დაკავება. ბოლო შემთხვევა მსხვერპლით დამთავრდა, მაჩალიკაშვილს ვგულისხმობ. ნამდვილად არ ვამართლებ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას მითუმეტეს თავადვე დაინახეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან გამწვავდეს სიტუაცია და უმართავი გახდეს რაც არც ადგილობრივებს წაადგება, არც ხელისუფლება წაადგება. დაშავებულები ორივე მხარეს არიან ამიტომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება აქ არ არის გამოსავალი. კიდევ უფრო ამძიმებს, ამწვავებს სიტუაციას და ეს შეიძლება სამომავლოდ სხვა ტიპის პროტესტში გამოვლინდეს კიდევ. ამიტომ არ მუშაობს ესეთი მეთოდები,“-განაცხადა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარია გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას, რომ კადრების გაშიფვრის შემდეგ მოხდება ყველა დამნაშავის დასჯა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ის არ ამართლებს ძალადობას სამართალდამცავების მიმართ, თუმცა ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გონიერება.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება არ უპასუხებს ისევ რეპრესიებით. იმიტომ რომ შეცდომები  იყო დაშვებული ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში და ჩვენ არ უნდა გავამწვავოთ ურთიერთობა რაღაც ძალის დემონსტრირებით,"-განაცხადა სახალხო დამცველმა. 

დღის ამბები